„ნიუ ჰოსპიტალსში" მოთავსებული მოზარდის მდგომარეობა გაუმჯობესდა, „იაშვილში“ მყოფ კიდევ ერთ მოზარდს კი სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

 „ნიუ ჰოსპიტალსში" მოთავსებული 13 წლის მოზარდის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა განუცხადა. 

ზურაბ აზარაშვილი იმედოვნებს, რომ მოზარდი მალე დატოვებს კლინიკას.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მინისტრის თქმით, ბავშვი შესაძლოა, იაშვილის კლინიკიდან რამდენიმე საათში გაწერონ.


13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. 

სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. 

Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.